– ტყუილია, რომ ემიგრანტებს შესაძლებლობა არ ექნებათ, ხმა მისცენ, თუ სურვილი ექნებათ, ჩამოვლენ – გარდა ამისა, მთავარი ის ხომ არ არის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს?! მთავარია ქვეყნის ინტერესები

განსაკუთრებული არაფერი ახდება. თუ სურვილი ექნებათ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ჩამოვლენ საქართველოში და მისცემენ ხმას – ნახეთ, ზოგი ქვეყნის ელჩი რას კადრულობს, რა
განცხადებას აკეთებს და მოქმედებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, იმ ფაქტს, რომ უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ.
კახა კალაძის თქმით, იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს ინტერესები, მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
„ტყუილია ის, რომ ემიგრანტებს არ ექნებათ შესაძლებლობა ხმა მისცენ. მიზანმიმართულად მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, ოღონდ საქართველოში. ეს ძალიან მარტივია. არ ხდება შეზღუდვა, ხმის მიცემის აკრძალვა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ქვეყანაში გარე ჩარევები ხდება, ეს ძალიან მძიმეა. მათ შორის, საუბრობდა არჩევნებში გარე ჩარევებსა და უდიდეს პრობლემაზე.
იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. იგივე დამოკიდებულება აქვს სხვადასხვას ქვეყანას: ირლანდიას თუ არ ვცდები, , სომხეთი… განსაკუთრებული არაფერი ახდება. თუ სურვილი ექნებათ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ჩამოვლენ საქართველოში და მისცემენ ხმას.
დღეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეში არის გარე და უხეში ჩარევები. ნახეთ, ზოგი ქვეყნის ელჩი რას კადრულობს, რა განცხადებას აკეთებს და მოქმედებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! ყველაზე მთავარია ქვეყნის უსაფრთხოების თემა, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა. ძალიან დიდია გარე ჩარევებთან დაკავშირებით საფრთხე, ჩვენ ისეთ ნაბიჯს ვდგამთ რომ ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი დავიცვათ.
საქართველოსთან მიმართებით, ერთ პროცენტიანი გავლენაც შეიძლება ვერ იქონიოს გარედან ხმის მიცემამ. 1%-მდეც ვერ ადის ხმების რაოდენობის გათვალისწინებით. მთავარი ეს ხომ არ არის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს და რა როგორ იქნება. მთავარია ქვეყნის ინტერესები“,-აღნიშნა კალაძემ.