კახა კალაძე – სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია – დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა!

სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია – დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა! – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა მ განაცხადა.
კალაძემ უცხოური დაფინანსებით რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
“საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელი გახდა, თუ როგორ ფინანსდებოდა ყველაფერი წლების განმავლობაში. ინიღბებოდა თითქოს რაღაც კეთილ საქმეებს აკეთებდნენ. რეალურად თანხები რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას ხმარდებოდა, 30 “აკაცუკი” რომ გვყავს. დედაქალაქში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობა ვნახეთ.
დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა