სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი – ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილის მიერ მითვისებული თანხები „პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას ხმარდებოდა“.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი. ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ფაქტები, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიებაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი უბედურება ისაა, რომ ეს მოპარული თანხები, სხვადასხვა გზით, ხმარდებოდა ტელევიზიებს, ტელევიზიის თანამშრომლებს და პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას, რომ დაეძაბათ ყველაფერი, მომხდარიყო შეტაკებები, აგრესია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა სარჩელი, რომელიც ამ რადიკალების მიერ იყო გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, წააგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“