კახა კალაძე – სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით – ეს იყო ჰუმანური აქტი

სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით – ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული შეიწყალა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ყველაფერს და განცხადებები, რომ პარტიული ინტერესი იდგა ამ ყველაფრის უკან, „სისულელეა“.
„სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა