კახა კალაძე „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის

მანდ პრემიერიც იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა? ორივე ერთად იყოს. თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის, – ასე ეხმაურება თბილისის მერი ჟურნალისტებთან საუბრისას, „ძლიერ საქართველოს“ იდეას, ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირებისა და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევის შესახებ.
მერის თქმით, „სახალხო მთავრობა“ დღეს „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს.
„სახალხო მთავრობა დღეს წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩააბარა მმართველობა და ის წარმოადგენს და იცავს ქვეყნის ინტერესს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს, ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რაც უნდა შემოტევა იყოს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდეს, იყოს მუქარები, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ეროვნულ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება