კახა კალაძე – საჩივრების შინაარსი აბსურდულია: ერთმა დამკვირვებელმა მეორეს გაუღიმა, მესამე გადაკოცნა, საგიჟეთში ვართ, წარმოუდგენელია – სიების ჩახსნა შეუძლებელია, მაგრამ ალბათ, თავიანთ ამომრჩეველს ეკეკლუცებიან

არჩევნების დღეს, ხალხი აზეიმეს – გამოვიდნენ და გავიმარჯვეთო უთხრეს. თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით მოატყუეს. ახლა, თურმე გაირკვა, რომ ფარულობა ყოფილა დარღვეული , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საჩივრები შინაარსობრივად „აბსურდულია“.
„საჩივრების შინაარსში, რომ შევიდეთ აბსურდულია. არანაირი ლოგიკა, რომ არ არსებობს ისეთი საჩივრებია. დაახლოებით შინაარსობრივად ასეთია: ერთმა დამკვირვებელმა მეორეს გაუღიმა, მეორე-მესამე გადაკოცნა, მეოთხემ ხელი ჩამოართვა და ა.შ. ამ ტიპის შინაარსობრივი საჩივრებია დაწერილი. სხვათა შორის, რაც შეეხება საჩივრებს, 2020 წელს გაცილებით მეტი საჩივარი იყო დაწერილი, კერძოდ, 2 054 საჩივარი იყო და წელს, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაახლოებით 1 100 საჩივარია დაწერილი.
კამპანიის დროს არწმუნებდნენ თავიან ამომრჩეველს, ატყუებდნენ. გულწრფელად ვამბობ, პირდაპირ სიცრუის პროპაგანდა მიდიოდა – ატყუებდნენ, რომ არჩევნებს იგებდნენ. ს დღეს, ეს ხალხი აზეიმეს. გამოვიდნენ და გავიმარჯვეთო უთხრეს. თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით მოატყუეს. ახლა თურმე გაირკვა, რომ ფარულობა ყოფილა დარღვეული, ვიღაცას რაღაცა ბეჭდებით მჯდარა და თურმე თვალებით მიანიშნებდა ხოლმე, თურმე რა უნდა შემოეხაზა. აი, ამ საგიჟეთში ვართ დღეს. ნუ, წარმოუდგენელია უკვე!“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, არჩევნები გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ გააჩნია. ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ მიდიან პროკურატურაში. სასამართლოში ხომ იყვნენ დაბარებული, რა წარმოადგინეს? რა აჩვენეს იქ? – [არჩევნები გაყალბების] არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი რამ, რომ არჩევნები გაყალბებულიყო ან შესაძლებელი ყოფილიყო, თუნდაც 1%-ით მაინც არჩევნების გაყალბება. ნახეთ და ამოიღეთ, თვითონ რა განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნების წინ აპარატებთან დაკავშირებით, თუნდაც არჩევნების გაყალბების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერზე თვითონ საუბრობდნენ და მეც ვეთანხმები, რომ შეუძლებელია არჩევნები გააყალბო. თუნდაც ამ აპარატურით ან თუნდაც იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩატარდა“, – აღნიშნა კალაძემ. გარდა ამისა, კალაძის თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით.
„სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელია, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ, თავიანთ ამომრჩევლებს ეკეკლუცებიან, თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. თუ ვინმეს უნდა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დედაქალაქში გამოჩნდა შავწერტილიანი სამკლავურები, რომლებიც შებმული აქვს სხვადასხვა ძეგლებს, რას ემსახურება აღნიშნული კამპანია, რაზეც კალაძე ამბობს, რომ „არ ვიცი, თუმცა ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი, ეს არის წვრილფეხა რადიკალები, რომლებიც გარედან იმართებიან“.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუმცა ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი, ეს არის წვრილფეხა რადიკალები, რომლებიც გარედან იმართებიან. [ისინი არიან] უსამშობლო მოღალატეები და აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა“, – აღნიშნა კალაძემ.
„საჩივრების შინაარსში, რომ შევიდეთ აბსურდულია. არანაირი ლოგიკა, რომ არ არსებობს ისეთი საჩივრებია. დაახლოებით შინაარსობრივად ასეთია: ერთმა დამკვირვებელმა მეორეს გაუღიმა, მეორე-მესამე გადაკოცნა, მეოთხემ ხელი ჩამოართვა

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია