კახა კალაძე – საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში – გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.
კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის.
„აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!
ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!
მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის!
მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის!
ჩვენ ვართ საქართველო!“ , – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს