– საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია – ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით

საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია – ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, როგორიც წელსაა, არასდროს გვქონია.
„საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად, თავისი შინაარსით, ხომ იცით, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია. არ არსებობს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია. ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან და დაკომპლექტებული არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით. როგორ შეიძლება ამ კონკრეტულმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ [„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“] შეაფასოს ან დააკვირდეს არჩევნებს. რამდენი ხანია მიმდინარეობს ? გულწრფელად გეტყვით, 2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, მგონი, არასდროს გვქონია. დღეს ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის ხალხთან, არ მიესვლებათ. როგორ უნდა მივიდეს გვარამია, ან მელია ხალხთან, ხომ? ან იგივე ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა და ა.შ. ისინი კამპანიას ატარებენ ვიღაც ელჩებისთვის, საელჩოებისთვის და გარე აქტორებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი