– საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! – „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება!

საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს!
„დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც დიდი ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით. ახლად ჩატარებულ არჩევნებზე 1.2 მლნ ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო. საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს, დაიცავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით.
ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. ნაწილი იყო მტკივნეული და შეიძლება არაპოპულარულიც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებასა და გამჭვირვალობასაც ვთხოვდით, დღეს ხელისგულზე დევს და ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს!“- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე