კახა კალაძე – საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და სწორედ ეს არ მოსწონს ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს

ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც ე.წ. FARA-ს კანონთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და უნდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ.
„ვიცით მოტივი, თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ევროპელი ბიუროკრატები, ყველა არა, საქართველოში არჩევნებში დამარცხდა. როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მოგვიწოდებენ, თითქოს ესაა ცუდი, დემოკრატიას ეწინააღმდეგება, ამ დროს, თავადვე საუბრობენ ბრიუსელში, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები უნდა მიიღონ, რადგან გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. ამასთან, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდება. ჩვენც იმავე დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას.
ბოლო წლებში რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, არსებული ხელისუფლების დამხობის. ეს ყველაფერი ვიცით, რომ გარედან ფინანსდებოდა. მათ ჰყავდათ და ჰყავთ თავიანთი პატრონები, რომლებისთვისაც მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, რომელიც ხალხის ინტერესებს იცავს. ეს არ მოსწონთ. იმიტომ არის თუნდაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით [კრიტიკა]. კანონი, რომელიც ერთ რამეს მოითხოვს – ვიცოდეთ საიდან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით სად მიდიოდა ეს თანხები და ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს.
ეს არის მარტივი მოცემულობა. ვერ შეძლეს, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში