– საპატრიარქოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს – შეთავაზებები არის მსჯელობის საგანი, ჩვენი მხრიდან არ იქნება არცერთი ნაბიჯი შეთანხმებების გარეშე

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საპატრიარქოს დამოუკიდებლობა. ამაში ორი აზრი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.
“რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, შეთავაზებებს, ეს რა თქმა უნდა, არის მსჯელობის საგანი. ჩვენი მხრიდან არ იქნება, არცერთი ნაბიჯი გადადგმული შეთანხმებების გარეშე.
თქვენ იცით, რომ სეკულარიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ხელს შევუწყობთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ, გავამაგრებთ”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას