კახა კალაძე – სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული

სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად, საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზება სპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.
„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით რამდენიმე მილიარდიანი დახმარებების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს მილიარდები არსად ჩანს. პასუხი არის მარტივი – ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ჩვენ მივიღებდით მილიარდობით დოლარს. თუ არ მივიღებდით, ქვეყანა თითქოს კარგავდა მილიარდობით თანხებს. ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. საბოლოოდ, რა მოხდა? ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს მილიარდები არსად ჩანს. იგივე ხდება ამ 14 თუ 16 მილიარდთან დაკავშირებითაც. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი. რა უნდა უთხრან მოსახლეობას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, როდესაც ერთი სული აქვთ, საკუთარ ქვეყანაში ომი გაჩაღდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობდნენ, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო და ს ადარებდნენ ვითარებას, გვირჩევნია, რაც უკრაინაშია, ის ვითარება იყოს საქართველოშიო. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, მოსახლეობასთან მივიდნენ, დაელაპარაკონ, დაპირებებზე კი ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ უპასუხა კითხვას “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის დებატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სიახლეს ვერაფერს იტყვის.
„დებატებს რაც შეეხება, ხომ იცით ჩვენი პოზიცია. არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა მაც გააკეთა ამაზე განცხადება, მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სად არის კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მივიღებდით? ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა