კახა კალაძე – სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც ფაქტები დამახინჯებულია

სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა, ამის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები.
„გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის რაიმე არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული. თუმცა, არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, თურმე ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. რა საკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა, ამის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა და არანაირი ახსნა-განმარტება, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძე გამოეხმაურა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „რესპუბლიკელი” ჯო უილსონი, კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ინტერესები არაფერში გაიცვლება.
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დასკვნები თქვენთვის მომინდვია. მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არაფერში გაიცვლება“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.
ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი