იმართება გარედან – ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას, ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს – სახე დაკარგული აქვს

სალომე ზურაბიშვილი იმართება გარედან. ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას. ის ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. მას რეალურად სახე დაკარგული აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში [] „წავა იქ, სადაც იმსახურებს“.
„სალომე ზურაბიშვილიც იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, იმ სამშობლოთა აგენტურის, რომელიც დღეს ე.წ. ოპოზიციის სახით მოგვევლინნენ. ის, რა თქმა უნდა, იმართება გარედან. ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას. ის ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. მას რეალურად სახე დაკარგული აქვს. რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, დამაგვირგვინებელი იყო მისი მოწოდებები სკოლის ბავშვებთან დაკავშირებით. ეს აღმაშფოთებელია. ძალიან მძიმეა. რომ არა საზოგადოების აღშფოთება, ალბათ საბავშვო ბაღის ბავშვებსაც მოუწოდებდა მიტინგზე გასვლისა და ძალადობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ძალიან მძიმეა, თუმცა ამ ადამიანს რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და ის წავა იქ, სადაც იმსახურებს“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“