კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება, ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს

სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება – ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსულ ინტერესს ატარებდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა „რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და ვისი უგუნური პოლიტიკის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები“.
ბოლო წლების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ არ მოქმედებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებით და არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ ის ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის. შესაბამისად, ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს.
საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. რუსულ ინტერესს ვინც ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ზუსტად წარმოდგენილია რადიკალური ოპოზიციის სახით. დღეს სხვადასხვა პარტია აქვთ შექმნილი და სხვადასხვა სახელი დაირქვეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. არის ოკუპანტი.
რა მოხდა შემდეგ ხომ? ბოდიში და „გააპრავეს“ ეს ყველაფერი იმ ხელმოწერებით, რომელიც გაკეთდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. ეს არის რუსული ინტერესი და ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას