კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი არის ყველანაირად ამორალური ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი – კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ემსახურება გარე ძალების ინტერესებს

სალომე ზურაბიშვილი არის ყველანაირად ამორალური ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ემსახურება გარე ძალების ინტერესებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ ს განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციებზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებები არის სამარცხვინო.
„ეს განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, ვინ არის. ეს არის ყველანაირად ამორალური ადამიანი. ყველაფრის მკადრებელი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს. ის არის ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტი. ის ემსახურება სხვა კონკრეტული, გარედან ძალების ინტერესებს და პირველი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში მოხდეს დაპირისპირება, დაძაბულობა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა მისი განცხადებები, თუნდაც ბავშვებთან მიმართებით, როცა ის მოუწოდებს სკოლებს. წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ? პატარა ბავშვებს, არასრულწლოვანებს მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ და ჩაერთონ ამ ძალადობრივ აქციებში. წარმოუდგენელია ამას აკეთებდეს ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ვიხილეთ თანმიმდევრობა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს პროტესტის გრძნობა… დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ შეიკრიბოს, მიტინგი მოაწყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმით. პოლიციელი, რომელიც პარლამენტთან დგას, რა გინდა? რატომ მიდიხარ? რატომ აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას? რატომ აყენებ ფიზიკურ შეურაცხყოფას? რატომ ესვრი ქვებს? რატომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილებს“? „პეტარდებს“? ხომ წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება?! შესაბამისად, ამას პასუხი მოჰყვება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მართლწესრიგი, მშვიდობა და სიმშვიდე“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.
„მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?