არის ისეთივე აგენტი, როგორც სხვა რადიკალები – ჩვეულებრივი აგენტურა

სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე აგენტი, როგორც სხვა რადიკალები, გვარამია და სხვები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძემ არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილიც დავალებით მოქმედებდა.
არის ისეთივე აგენტი, როგორც სხვა რადიკალები გვარამია და სხვები, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეიძლება სახელი და გვარით, ერთი ქალი იყოს და მეორე კაცი, შეიძლება ამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურა არის. ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ და ეტყვიან, იმას აკეთებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს, უბრძანეს და დაავალეს ეს გადაწყვეტილება, რომ ის გათავისუფლებულიყო“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, “მაკკეინის ინსტიტუტმა” განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…