სალომე ზურაბიშვილზე – მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება

მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელმაც ხვალ პარლამენტის წინ დაანონსებულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა.
“დღეს საღამოს მოვისმინეთ ს განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ.
რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით