სალომე ზურაბიშვილზე – ეს ადამიანი, არ ვიცი, მე მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან

საზოგადოებამ მოისმინა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში მოწოდებებს აკეთებდა – ეს ადამიანი, არ ვიცი, მე მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის მოსაზრებით, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
„გუშინ, საზოგადოებამ მოისმინა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში მოწოდებებს აკეთებდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, მოუწოდებს ბავშვებს, არასრულწლოვანებს, საპროტესტო აქციებში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. ეს ადამიანი, არ ვიცი, მე მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან, ამიტომ ის ქმედებები, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან, წარმოუდგენელია. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს“-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ შორის აპროტესტებენ სტუდენტებიც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა სკოლებს მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე