საკრებულოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს – თბილისის მერმა გამოსვლა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების მილოცვით დაიწყო

თბილისის მერი საკრებულოს ანგარიშს წარუდგენს. მერმა თავის სიტყვა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების მილოცვით დაიწყო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაშიძემ კალაძე სტატუსის მინიჭების პროცესის პიარკამპანიისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
“ჩემთვის, სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს ისტორიული დღეც PR ტექნოლოგიური მიზნებისთვის არის გამოყენებული. ჩვენ არ გვსურს ამ პროცესში მონაწილეობის მღება და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დღევანდელ სხდომას. [ევროპა] ეს არის საქართველოს უალტერნატივო მომავალი”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ აქცენტი ქალაქში არსებულ საცობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გზაზე სწრაფად იარონ, თუმცა ქალაქის გასასვლელში საცობებია.
“კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს დასაწყისია და წინ კიდევ უფრო მეტად უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ, კიდევ უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ. მოქალაქეებს უნდათ, რომ სწრაფად წავიდნენ, მაგრამ ქალაქის გასასვლელში საცობებში იჭედებიან. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს არ ეცინებათ. რატომ არ ექცევა ყურადღება საგზაო უსაფრთხოებას”, – მიმართა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ნადირაძის კომენტარს გამოეხმაურა და მიკროფონი გამოურთო. მისი თქმით, ოპონენტი კითხვის დასმის მაგივრად კამათზე გადავიდა.
“თუ გინდათ, რომ კამათში შეხვიდეთ, კი ბატონო, შევიდეთ, მაგრამ არ მოგცემთ ამის საშუალებას. ორი წუთია საუბრობ და აკეთებ შეფასებას. კითხვა შეიძლება მხოლოდ, თუ კითხვას დასვამთ ჩაგირთავთ მიკროფონს”, – მიმართა გიორგი ტყემალაძემ ირაკლი ნადირაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში