კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს

ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს, მაგალითად, ეკლესიის შეურაცხყოფას, ვინ აფინანსებს პატრიარქის გინებას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, პოლარიზაციას სწორედ ის უცხოელი პარტნიორები აღვივებენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.
”საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ცხადი იყო – როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი, წარმოუდგენელია. ერთის მხრივ, მოგვიწოდებენ, რომ დემოკრატიული მიმართულებით რეფორმები განხორციელდეს, წინ წავიდეთ, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ, გვეუბნებიან, რომ იცით რა, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობა ცუდია იმიტომ, რომ ეხება მათ, მათ ფინანსებს. გასაჯაროებული უნდა იქნას, ვისგან იღებენ ამ თანხებს, რაში იხარჯება და ეს არ აწყობთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაციის გაღვივება ხდება მათი მხრიდან, მათი დაფინანსებით.
ხომ გვახსოვს, რომ გვეუბნებოდნენ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია შემცირდესო – კი ბატონო, მზად ვართ ამისთვის, გავაკეთოთ ყველაფერი. ამას გვეუბნებიან და მეორე მხრიდან გვიფინანსებენ რევოლუციას, ექსტრემიზმს, გვიფინანსებენ ტრადიციები, ღირებულებების შეურაცხყოფას, რაც თითოეული ქართველისთვის ძვირფასია და ეს იწვევს ადამიანებში დაპირისპირებას, შუღლის გაღვივებას. ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს, მაგალითად, ეკლესიის შეურაცხყოფას, ვინ აფინანსებს პატრიარქის გინებას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს და ა.შ” , – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის