სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს

სიცრუე და ჩვეულებრივი პროვოკაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ.
კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად არის გადმოცემული ეუთო/ოდირის დასკვნაში და ჩანს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს.
„ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები – ჩვეულებრივი აქტივისტები იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც დღეს ქვეყნის მტრად წარუდგა საზოგადოებას. რა „ჩემი ხმა“, რა ფაქტები, რის ფაქტები. აგერ ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ყველაფერი დეტალურად არის მოცემული. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი დასკვნა პირველია. ყოველთვის იყო დაპირისპირებები, გარკვეული პრობლემები, ასეთი მშვიდი ქვეყანაში არ გვქონია და ვიღაც „ჩემი ხმა“, „მეგობრის ხმა“ და „ბიძაშვილის ხმა“ რაღაც სისულელეს ამბობს. ეს არის სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“