კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე – ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რაც შეეხება ჩემს მომავალს, 2025 წლამდე ვემსახურები ქალაქს, თბილისელებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი ტყუილს უწოდებს ს განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მას პრემიერ-მინისტრად, თეა წულუკიანს კი პრეზიდენტად ამზადებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თავად კი დედაქალაქს 2025 წლამდე მოემსახურება.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ს სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტები გვაქვს დაწყებული, რასაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატურას, კალაძის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ტყუილი. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს დაუმთავრდება მისი უფლებამოსილების ვადა, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. არაფერი იქნება დამალული“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება