ყველა საერთაშორისო დონეზე – ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განცხადება უკვე გაკეთდა.
„ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება იქნა ჩვენი მხრიდან გაკეთებული.
ყველა საერთაშორისო დონეზე – ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.