კახა კალაძე – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას

უამრავი შემთხვევა არის, როდესაც თანხები შემოდიოდა გარედან და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი არ ვარგა და არ გამოვა, ცხადია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ განაცხადა, რითაც ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების 90% რევოლუციურ სცენარში, ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში მიდიოდა.
„მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება, სხვადასხვა ფორმით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალებით, დამხობით, რევოლუციის გზით. ეს ახალი არაა და არ არის პირველი შემთხვევა. ძირითადად, თანხები, რომელიც შემოდიოდა უცხოეთიდან, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რა თქმა უნდა, ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კი, ეს იფუთებოდა იმით, რომ ვიღაცა კეთილ პროექტს აკეთებდა, ვიღაცებს ეხმარებოდა, მაგრამ თანხების 90% მიდიოდა რევოლუციურ სცენარში, ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა სამწუხაროდ.
კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, ელჩების მხრიდან შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ეს გვახსოვს ს დროს და ახლაც არაფერი შეცვლილა. როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა და არ გამოვა, ცხადია. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, „გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.
პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.
მანამდე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.