კახა კალაძე – როგორც ვიცი, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის

როგორც ვიცი, ის [გიორგი გახარია] არ იმყოფება საქართველოში, თუმცა, კომისიას შეუძლია დაელოდოს როდესაც დაბრუნდება. კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც საქართველოში დაბრუნდება შეუძლია მივიდეს და უპასუხოს კითხვებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმეორებით დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.
„მე როგორც ვიცი, ის {გიორგი გახარია} არ იმყოფება საქართველოში, თუმცა, კომისიას შეუძლია დაელოდოს როდესაც დაბრუნდება. კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც საქართველოში დაბრუნდება შეუძლია მივიდეს და უპასუხოს კითხვებს.
რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს. დეტალები არ ვიცი. რასაც ვისმენთ და ვხედავთ თუ სიმართლეა, ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 23 ივნისს ჩორჩანას საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და კომისიას მისი დისტანციურად ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.