– რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით – ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან – თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა

რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით – ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან.
„აღნიშნულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. რეზოლუციები დაფუძნებულია ტყუილებზე, სიცრუეზე. ვიცით, როგორ იწერება ეს რეზოლუციები – ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში. გაჯერებულია ტყუილით. რა რეზოლუციაზეა საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული. იგივე ქალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს და როგორი დანაშაული ჩაიდინა. ანუ, ეს საუბარი არის გაჯერებული ტყუილით. პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. ხალხი ამას ყველაფერს ხედავს. დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგადად ევროპული მომავალი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული და დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია