კახა კალაძე – რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი, მისი მცდელობაა, თანამდებობა როგორმე შეინარჩუნოს, თუმცა ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი

რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი – რა იქნება საქართველოში და როგორ იქნება, საერთოდ ამის ინტერესი არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ს მოთხოვნას, რომ „აუცილებელია ახალი ს ჩატარება“.
ამასთან, კალაძე პრეზიდენტის მიერ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანია, რომ „ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი დააზიანოს“.
„ჩვეულებრივი სისულელეებია, ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუკი რაიმე იყო არასწორად გაკეთებული, თუკი ვინმემ არჩევნები გააყალბა, როგორც თვითონ ამაზე საუბრობენ, ერთი ფაქტი წარმოადგინონ თუ შეიძლება, 26 ოქტომბრის შემდეგ დღემდე ერთი ფაქტი წარმოდგენილი იყოს, მაგრამ ბუნებაში, არ არსებობს. უბრალოდ, მიმდინარეობს სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სავსეა სიცრუით და მეტი არაფერი ხდება.
მიზანი არის მარტივი, როგორმე ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი დააზიანოს. ის უბრალოდ არის გავლენების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები. როდესაც ხარ აგენტი შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც კი არ გაქვს. ვხედავთ, ამ რადიკალების სახით დღეს მოღალატეებს, აგენტურას, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას – ფარულობას და საყოველთაობას ეხება, ხელს ვერ შეუშლის პარლამენტს, რომ შეიკრიბოს.
„აღნიშნულ სარჩელს არაფერი არ შეუძლია. პარლამენტი შეიკრიბება, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი დამტკიცდება“, – აღნიშნა კალაძემ.