– რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ს დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?

რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]- ასე პასუხობს თბილისის მერი, ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას იმაში, რომ ყოფილი პრემიერის, ს მიერ „წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად შევსებულ დეკლარაციაში“ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა.
კალა ხალაძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა დაენახა,[ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გადაცდომები], ძალიან დიდი ბოდიში? და თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა…
გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საზოგადოებამ ყველაფერი მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით. რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]. არასწორია თქვენი დამოკიდებულება. ცხადია, არა, [არაკეთილსინდისიერად არ ამოწმებდა ღარიბაშვილის დეკლარაციას]“.
ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება მუშაობს. შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტებები. კითხვები რაზე უნდა გასჩენოდა [კუპრაშვილის უწყებას], მოწმენდილ ცაზე ხომ არ გაუჩნდებოდა? საგამოძიებო რეპორტაჟებს რაც შეეხება, თქვენ თუ მელაძის საგამოძიებო რეპორტაჟებზე მეუბნებით, ყველა რეპორტაჟი იყო ტყუილი და სიცრუე. ვიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციები რეპორტაჟების სახით და შემდეგ ნახოთ ბრალი, რასთან დაკავშირებით არის. ძალიან მარტივია გააკეთოთ შედარებები“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.