– რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული – მტკიცებულება არ არსებობს ს გაყალბებასთან დაკავშირებით

მტკიცებულება არ არსებობს ს გაყალბებასთან დაკავშირებით – რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, სიცრუეს და არასწორ განცხადებებს ვისმენთ არჩევნებთან დაკავშირებით.
„რეალურად არაფერი ხდება. ვისმენთ სიცრუეს და არასწორ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს მოგონილია! მცდელობაა, თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია ს ხელმძღვანელობით. ერთი არავინ გამოჩნდა კონკრეტული მტკიცებულება რომ წარედგინა პროკურატურისთვის, ან საზოგადოებისთვის. ბოლო დღეებია ვისმენთ რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მცდელობა აქვთ სახე შეინარჩუნონ ამომრჩევლის წინაშე. ეს არის რეალობა. ჯერ ატყუებდნენ ვიგებთო, რეალურად საზოგადოებამ შესაბამისი ადგილი მიანიჭა, რასაც იმსახურებენ. დღეს მცდელობა აქვთ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ და სახე შეინარჩუნონ. ეს არის მოცემულობა”, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა