კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით – რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ – ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა

რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ – ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომლის მანდატიც ახალი ს მომზადება იქნება.
კალაძის თქმით, აღნიშნული „ჩვეულებრივი სისულელეა და არანაირი აზრი არ აქვს“.
„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი აზრი არ აქვს. ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა, რასაც დღევანდელი მოცემულობით ვხედავთ. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ, მაგრამ არ აწარმოეს და არ ვიცი რატომ, გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ასევე, ვნახეთ მისი შუალედური დასკვნაც, სადაც ყველაფერი ნათქვამი იყო. ის, რაზეც ახლა საუბარია, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უნდა, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს, გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ. იცით, რომ მას მგონი, ერთი პარასკევიც არ აქვს დარჩენილი. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის. რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ. ეს არის სამწუხარო მოცემულობა და მათი მდგომარეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ