– პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, მან შეიწყალა 2 დამნაშავე – თუ მათ სურვილი აქვთ, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ აძალებს

პრეზიდენტმა შეიწყალა 2 დამნაშავე – თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ეს გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია.
„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია. მან შეიწყალა 2 დამნაშავე. ზოგადად, ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.
რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ [იწყალებს]?! თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს. პრეზიდენტს აქვს ამის უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ახსნა თუ რა არის მიზანი. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ძალიან მარტივია,“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, “მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება”.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?