კახა კალაძე პაველ ჰერჩინსკიზე – ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია

ამ ადამიანს [ს] დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია. რადიკალები არიან, ამ ქვეყანაში, ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს, სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურებიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები იმართებიან, ფინანსდებიან და დირექტივებს გარედან იღებენ.
„ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია. ჩვეულებრივი რადიკალები არიან ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს, სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება. ეს ადამიანები იმართებიან, ფინანსდებიან და დირექტივებს გარედან იღებენ. მათ გლობალური ომის პარტია მართავს, აბა ვინ უნდა მართავდეს? ჩვენი ხომ არ გჯეროდათ, ეს არის ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს, აგერ -ს პრეზიდენტის [ს] გამოსვლა აიღეთ და საზეპიროდ დაიდეთ – თუ ვინ არის „დიფ-სთეითი“ და რას წარმოადგენს. ტრამპის პირველი დაპირება რაც იყო, მან ორ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, პირველი იყო გლობალური ომის პარტიის დამარცხება, რაც ჯერ არ მომხდარა და მეორე, ომის დასრულება, რაც ჯერ არ დასრულებულა. ეს არის ძალა, ვინც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.