კახა კალაძე – ოპოზიციურ პარტიებს, როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს, არანაირი შანსი არ აქვთ რაიმე წარმატებას მიაღწიონ

[ოპოზიციურ პარტიებს] როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს „ოპოზიცია გაერთიანებული იქნება თუ არა“.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან, [თუ] გაერთიანებულები. რა თქმა უნდა, თავიანთ პატრონებს სურვილი ჰქონდათ, რომ რაღაც ერთი პლატფორმა შექმნილიყო, ყველა ყოფილიყო გაერთიანებული, თუმცა ცხადია, ეს არ გამოსდით. ისინი ერთმანეთის ლანძღვაში ატარებენ დროს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ მათ როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებებს“, – აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთ პოზიციას დააფიქსირებენ, რასაც „გარედან ეტყვიან“.
„არ ვიცი, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხადია, რასაც ეტყვიან გარედან, იმას გააკეთებენ. ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, შესაბამისად, ელოდებიან, გარედან რა მითითებები იქნება. რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსი არცერთ მუნიციპალიტეტში არ გააჩნიათ. ქართველი ხალხის თანადგომით „ქართული ოცნება“ გამარჯვებული იქნება ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები