ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის. ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვას, რატომ ამბობენ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიზე გამოცხადებაზე უარს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ მართალი ადამიანი ხარ, საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და პასუხების გაცემა პრობლემა არ უნდა იყოს.
„ეს წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური ნაბიჯებია მათი მხრიდან. ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ისიც იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის. ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება. აქ ისმის მეორე კითხვა – თუ მართალი ადამიანი ხარ და გაქვს პასუხები კონკრეტულ კითხვაზე, რა პრობლემაა მისვლა და პასუხების გაცემა?“ – აღნიშნა კალაძემ.
