ოპოზიციონერების ვიზიტებზე – ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან – ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, ოპოზიციონერები ქვეყნის გარედან იმართებიან და უცხოეთში პატრონებისგან მითითებებს იღებენ, მაშინ როცა მმართველი გუნდი ამომრჩევლებს ხვდება და მომავალ პროექტებზე ესაუბრება.
კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერების ვიზიტები უცხოეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს საქართველოსთან, ქართველებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დასტურია, რომ ისინი იმართებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენ დავდივართ და ყოველდღიურად ამომრჩეველს ვხვდებით, ვესაუბრებით იმ პროექტებზე, რასაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ეს არის სხვაობა – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემსახურება და ესაუბრება ქართველ ხალხს. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აკეთებს ქართულ საქმეს. ხოლო მათ მოქმედებას, ზრახვებს ქვეყანასთან დაკავშირებით, საზოგადოება კარგად ხედავს. ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად აფასებს და როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანა მათ განაჩენი, იმავეს გაუკეთებს თვითმმართველობის არჩევნებზეც“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში