კახა კალაძე – ოპოზიციას სალაპარაკო საერთოდ არაფერი გააჩნია, არიან გაკოტრებული და გაუბედურებული, რა მდგომარეობაშიც არის, თავად თქვენ ხედავთ

ოპოზიციას სალაპარაკო საერთოდ არაფერი გააჩნია, არიან გაკოტრებული და გაუბედურებული, რა მდგომარეობაშიც არის, თავად თქვენ ხედავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე.
კალაძის თქმით, ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებზე არ ხდება ეუთო/ოდირის მოწვევა, ოპოზიციისგან კი, სპეკულაციები ისმის.
„ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო, იმიტომ რომ ოპოზიციას სალაპარაკო საერთოდ არაფერი გააჩნია, არის გაკოტრებული და გაუბედურებული, რა მდგომარეობაშიც არის, თავად თქვენ ხედავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პრემიერმა ისაუბრა, ვრცლად გააკეთა განმარტება, აღნიშნულთან დაკავშირებით თუ რატომ იქნა გადაწყვეტილა მიღებული.
სხვათა შორის, მინდა გავიხსენო ოქტომბრის საპარლამენტო და ეუთო/ოდირის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს აღნიშნულ დასკვნას არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა „აკაცუკებმა“ და უსამშობლო აგენტურამ, არამედ ქვეყნის გარეთ. გახსოვთ, როგორი პროპაგანდა მიდიოდა და ეს იყო გამოწვეული იმით, რომ არჩევნებში ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, შემოტევა და შეტევა მიდიოდა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველი ხალხის ნებაზე. ეუთო/ოდირმა დაწერა ყველაფრის ის, რაც ნახა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ჰქონდა თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა გადაწყვეტილება თავად მიეღო. გახსოვთ, თუ როგორი კამპანია მიმდინარეობდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც არაერთი მოვისმინეთ“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ