კახა კალაძე ოპოზიციაზე – ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ

საპარლამენტო ს შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს კი, პირიქით, მოგვიწოდებდნენ, ეუთო/ოდირი მოგვეწვია. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ზოგადად, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ოპოზიციის განცხადებებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, დღემდე ამის არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
ამასთან, აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ ხდება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, თუმცა რაიმე კითხვები რომ არ იყოს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
„გვახსოვს, თუ რა დამოკიდებულება იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, ზოგადად, ქვეყნის გარეთაც, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები. დასკვნას თავი დავანებოთ, იყო საუბარი გაყალბებაზე, ათასი უაზრო რაღაც მოიფიქრეს და დღემდე ერთი ფაქტი, ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერავინ.
ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს. შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს პირიქით მოგვიწოდებდნენ, რომ ეუთო/ოდირი მოგვეწვია და ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ზოგადად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ