ოპოზიციაზე – ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ხვალ ან ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება

ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედებიან თვითონაც არ იციან – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხვალ ან ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ აქციებს.
როგორც კალაძემ განმარტა, ამ აქციებს ფასი არ აქვს.
„მთელი სოცმედია მიაქვს
ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით, ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. მცდელობაა, საკუთარ ამომრჩეველს ანახონ, რომ თითქოს იბრძვიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხვალ, ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება!” – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა