კახა კალაძე ოპოზიციაზე – დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი – ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან

საქართველოს შიგნით რადიკალებს რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა მედიასთან ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციას წარმომადგენლებს „ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან“.
„ზოგადად, ბევრ რამესთან დაკავშირებით არსებობს ორმაგი სტანდარტი. ვნახეთ, ში აკრძალეს ოპოზიციური პარტიები. მოლდოვაში სანამ ჩატარდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტია აიკრძალა, ყველა ტელევიზია დაიხურა, იგივე მოხდა უკრაინაში. გერმანიაში ახლა, რაც ხდება… მოგისმენიათ ვინმეს საერთო, გამოსულიყო და ეთქვას, რომ ეს არის არადემოკრატიული პროცესები, მაგრამ საქართველოში, როგორც კი მათ ბიჭებს და გოგოებს ეხება [საქმე], გარედან ვინც მართავს ამ წვრილფეხა რადიკალებს, მაშინვე გიჟდებიან და ეს არის არადემოკრატიული პროცესი. წარმოუდგენელია, ხალხი ამას ხომ ხედავს და უყურებს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაცა ინფორმაცია დამალო, ეს 2007-2008 წელი ხომ არ არის? დღეს 2024 წელში ვართ და ადამიანებს ნებისმიერ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ასე რომ, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები.
საქართველოს შიგნით ვინც გვყავს, ეს რადიკალები. ყველას რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა. ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი და გინდ კაცი. ნორმალური არცერთი არაა. უბრალოდ, გარედან იმართებიან. ძალიან დიდი ძალა ის ვინც გარედან ამ წვრილფეხა რადიკალებს მართვას და არჩევნებში სერიოზული შედეგი დადეს. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტეს. ეს პარტიები, ვინც ჰყავთ დღეს – „ახალი“, „ლელო“, „გახარია“- ვისაც გადაუნაწილეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები. ისევ ის ადამიანები არიან, ვინც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, მაგრამ ამით მცდელობა აქვთ გარედან, რომ საზოგადოება შეაჩვიონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, მაგრამ არის სხვა პარტიები, რომელზეც შეგიძლიათ გააკეთო არჩევანი. ამათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან. პიროვნებების დონეზე, რომ დავიდეთ – ნახეთ, ვინ არიან – ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან“, – განაცხადა კალაძემ.