კახა კალაძე ოპოზიციაზე – განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!

განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ თბილისში საპარლამენტო ს შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან.
„არაერთი კვლევა ვიხილეთ კამპანიის ფარგლებში. 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სიცრუის კამპანია გამოკითხვებთან დაკავშირებით. რეალობას არიან აცდენილები. ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა კამპანიაზეა საუბარი, ეგზიტპოლები გააყალბეს. ყველას და ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავის გარდა. Gen Z-ს ლანძღავდნენ, თურმე Gen Z-მ წააგებინა არჩევნები, რომ არ მივიდნენ. საკუთარ თავს არ ეკითხებიან, რა დააკლეს.
უნდათ ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან. სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, სოცმედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები. წარმოუდგენელია.
გამოდიან სერიოზული სახეებით და სისულელეს დააბრეხვებენ, ამომრჩეველი რომ რაღაცაში დაარწმუნონ. უნდათ საპროტესტო მუხტი შექმნან, განადგურებულები, გაფარჩაკებულები არიან, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! შეხედეთ, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნან?! მილიონ 120 ათასმა მხარი დაუჭრია ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.
როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ 31 ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს