კახა კალაძე ოთხი პარტიის მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილზე – ეს არის მოღალატეობრივი ქმედება – ეს ადამიანები არიან მავნებლები და ცდილობდნენ ქვეყნის დაზიანებას

ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ და ამას ახლაც აგრძელებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ მედიასთან ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილი წერილის თემის კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მსგავსი წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება, რათა ქვეყანა დააზიანონ.
„მსგავსი შინაარსის წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება. წერილი არ ყოფილა საჯარო და მათივე პარტიის წევრებმა მოგვაწოდეს. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით არიან მავნებლები, ყოველთვის ცდილობდნენ და ახლაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას. გავიხსენოთ ასოცირების ხელშეკრულების დადების ფაქტი – ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ასევე, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. იგივე ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით – კაბინეტებში დარბოდნენ, რომ როგორმე ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენეს. ამ სიბინძურეში ჩართული იყო ც, რომელიც პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსის მიღებას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ვისაც სამშობლო უყვარს და მისი განვითარება-წინსვლა უხარია, ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში, შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება