კახა კალაძე – ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს, ან სანქციების დაწესებით „ქართული ოცნება“ შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით

ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს, ან სანქციების დაწესებით „ქართული ოცნება“ შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით, დათმობაზე წავალთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყნის ინტერესები, ამ ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„არ ვიცი, [სანქციები] ვინც სანქცირებულია მათთვის მუშაობს, ვინც არ არის, არ მუშაობს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს, ან სანქციების დაწესებით „ქართული ოცნება“ შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით, დათმობაზე წავალთ. ქვეყნის ინტერესები, ამ ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმისთვის აგვირჩიეს რომ არა გარედან ვიმართებოდეთ, როგორც ეს ოპოზიციურ აგენტურას აქვს სურვილად, არამედ ვატარებდეთ ხალხის ინტერესს. ხალხია მთავარი და მათი მომავალი, ეროვნული ინტერესების დაცვა“,-აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, სანქცირების შემთხვევაში „ქეშად“ შეინახავს თუ არა თანხას, კალაძე პასუხობს: “არ ვიცი, მე ბანკში არ მაქვს ანგარიშებზე თანხები. იცით, ეს დეკლარაციის მიხედვით არ მაქვს ანგარიშები. ნაყიდი მაქვს კრიპტოვალუტა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ