მიხეილ სააკაშვილზე – ჯანმრთელი იყო და იგონებდნენ სხვადასხვა თემას – ეგ ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ცრუ ინფორმაციები და კამპანია იყო გაჩაღებული თვეების განმავლობაში

ეგ ფილმი უკვე ნანახი გვაქვს – ცრუ ინფორმაციები და კამპანია იყო გაჩაღებული. [] ჯანმრთელი იყო და იგონებდნენ სხვადასხვა თემას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ს განცხადებას, რომ „ში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია“.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თვეები მიმდინარეობდა ცრუ კამპანია, სადაც ჩართული იყო უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
„ეს ფილმი უკვე ვნახეთ, როდესაც თვეები მიმდინარეობდა ცრუ კამპანია, რომელშიც უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩართული. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, როდესაც ცრუ ინფორმაციები და კამპანია იყო გაჩაღებული, რეალურად კი არაფერი ხდებოდა. ჯანმრთელი იყო და იგონებდნენ სხვადასხვა თემებს მასთან დაკავშირებით“, აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ს განცხადებით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია, რომელზეც აქტიურად მუშაობს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, მისცენ უკრაინას საშუალება, რომ სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს