თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი შედეგი მსგავს მცდელობებს არ მოაქვს, ლანძღვა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა კი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ მოდის.
„არ მივესალმები ამ ტიპის პერფორმანსებს, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ საარჩევნო კამპანიის დროს, არ ჯდება დემოკრატიაში. რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? ასე თვითონ დაზიანდებიან. ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან. მაიკლ ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს. არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
