დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს. პოლიტიკური და ბიზნეს გეგმების შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას შემდეგ, რაც ახალი კომპანია დააფუძნა.
„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა, რადიკალური დაჯგუფება ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
14 მაისს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა კომპანია „კალა კაპიტალ თბილისი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და 2024 წლის მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია.
ფორუმი
