– მადლობას ვუხდი შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეზღუდვები და პრობლემა რაც იყო აქ გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას და მათ თანამშრომლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა