„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრების ბრიუსელში გამგზავრებაზე – არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია

ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ბედი, არ აინტერესებთ არც მომავალი, ისინი იკვებებიან გარედან და ჰყავთ თავიანთი პატრონები, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, , ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი ბრიუსელში გაემგზავრნენ.
კახა კალაძის განცხადებით, ამ ადამიანების მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.
„არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია. ეს ადამიანები ვერ მალავენ თუნდაც თავიანთ ქმედებებს. ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქართველებს შეეზღუდოთ უვიზოდ გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში. არაერთი განცხადება გაკეთდა, მოწოდებებსაც კი აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს შესაძლებლობა ჩამოგვართვან. მანამდე გახსოვთ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემა იყო, კაბინეტებში დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ბედი, არ აინტერესებთ არც მომავალი, ისინი იკვებებიან გარედან და ჰყავთ თავიანთი პატრონები“,-განაცხადა კახა კალაძემ.