ს დაკავებაზე – ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა

ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა – რა განსხვავებაა, ამას საჯაროდ ამბობ თუ ფარულად?! – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს დაკავებას.
როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არის ის, როცა პოლიციელს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სთავაზობ ქრთამს.
„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განცხადება. ვიმეორებ, ქრთამის შეთავაზება ჩვეულებრივად არის დასჯადი. რა მნიშვნელობა აქვს საჯაროდ შესთავაზა თუ… ფარულად რომ ყოფილიყო ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ხვდება, პირობითად, სამართალდამცავს ან სამართალდამცავებს და გაეკეთებინა შეთავაზება, დაპირება ქრთამის მიცემაზე, რა განსხვავებაა ამ ყველაფერში? რა განსხვავებაა ამაში, ამას საჯაროდ ამბობ თუ ფარულად?! რა იყო ხაბეიშვილის მიზანი, მე ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი. არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, თვითონ გააკეთებს განმარტებებს, როცა მიეცემა საშუალება. რაც შეეხება კითხვას, ჩვენს საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რა შუაშია საარჩევნო დაპირება? კაცი დანაშაულს ჩადის და საარჩევნო დაპირება დანაშაულთან რა კავშირშია?! დანაშაული არის ის, როცა შენ ქრთამს სთავაზობ, ამ შემთხვევაში, პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება