კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ

თბილისის მერი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დროის მონაცემებით, კუთვნილი საცხოვრებელი ფართით უკვე 2 500-მდე პირია დაკმაყოფილებული.
„ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საკითხი. ეს ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომლის მოგვარება ვერავინ მოახერხა. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. საუბარია 3 500-მდე ადამიანზე. ამ მიზნით მართლაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები, ზოგიერთის ბინა კი მშენებლობის პროცესშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტისთვის, იაქტიურონ და მიაწოდონ მერიას შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა